დასუფთავების თანამშრომელი/დიასახლისი
01-05-2026 - 31-05-2026
ლოკაცია: მეტეხის I შესახვევი, მეფსალმუნე დავით მეფის ქუჩა 10
სამუშაო განაკვეთი: სრული

KMM Hotel ფუნქციონირებს 2006 წლიდან და მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში. სასტუმრო ამჟამად აერთიანებს 66 მყუდრო ოთახს, გამოირჩევა ელეგანტური ინტერიერით, ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური გუნდის მომსახურებით.

KMM Hotel-ის მთავარი მიზანია სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომლებისთვის - საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

KMM Hotel-ის სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. სასტუმრო KMM გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

KMM Hotel იწვევს ყველას, ვისაც სურს, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის რიტმს აყვეს და გახდეს მისი ნაწილი.
https://kmm.ge/en/home  

____________________________________________________________

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის/დიასახლისის (HK Room Attendant) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (5 სამუშაო, 2 უქმე დღე)
ანაზღაურება: 1200 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: hr@kmm.ge  
____________________________________________________________

ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ოთახების დალაგება-დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად
- ქიმიკატების და სადეზინფექციო ხსნარების სტანდარტის და პროცედურების შესაბამისად გამოყენება
- ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა
- ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა
- გეგმიური დავალებების შესრულება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
- მენეჯერის მითითებების შესრულება

საჭირო უნარები:
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარი
- დეტალებზე ყურადღება


კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
- კვებით უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass
- შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
- საბონუსე სისტემა
- სამოტივაციო აქტივობები

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას! 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო KMM-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!