რეგისტრატორი
01-05-2026 - 31-05-2026
ლოკაცია: მეტეხის I შესახვევი, მეფსალმუნე დავით მეფის ქუჩა 10
სამუშაო განაკვეთი: სრული

KMM Hotel ფუნქციონირებს 2006 წლიდან და მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში. სასტუმრო ამჟამად აერთიანებს 66 მყუდრო ოთახს, გამოირჩევა ელეგანტური ინტერიერით, ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური გუნდის მომსახურებით.

KMM Hotel-ის მთავარი მიზანია სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომლებისთვის - საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

KMM Hotel-ის სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. სასტუმრო KMM გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

KMM Hotel იწვევს ყველას, ვისაც სურს, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის რიტმს აყვეს და გახდეს მისი ნაწილი.
https://kmm.ge/en/home  

____________________________________________________________

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის (Front Desk Agent) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები (2 დღე, 2 ღამე, 4 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (გაყიდვებზე დაფუძნებული)
საკონტაქტო ინფორმაცია: hr@kmm.ge  
____________________________________________________________

ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
- სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფებისა და სერვისების შესახებ
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
- სტუმრების სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
- სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა
- მომსახურების სტანდარტების დაცვა ყოველდღიურ პროცესებში

საჭირო უნარები:
- ქართული და ინგლისური ენის გამართული ცოდნა
- დამატებითი უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; სასტუმროს მართვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- კომუნიკაციის კარგი უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ყურადღება
- გუნდური მუშაობის, დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი


კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
- კვებით უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass
- შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
- საბონუსე სისტემა
- სამოტივაციო აქტივობები

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას! 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო KMM-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!