KMM Hotel უკვე 20 წელია ოპერირებს თბილისის სასტუმრო ინდუსტრიაში და ამ დროის განმავლობაში მუდმივად ვითარდება და იზრდება. ჩვენი გზა დაიწყო 5 ნომრით, დღეს კი KMM Hotel წარმოადგენს 66-ნომრიან სასტუმროს, რომელიც ხარისხიან მომსახურებას და სტუმარზე ზრუნვას აერთიანებს.
KMM Hotel-ის მთავარი მიზანია სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომლებისთვის — სტაბილური, პროფესიული და მხარდამჭერი სამუშაო გარემოს შექმნა.
გიყვარს ჰოსპიტალითი სფერო და გსურს დაიწყო ან განავითარო შენი კარიერა გამოცდილ გუნდთან ერთად?
KMM Hotel ეძებს მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან იმუშაონ მეგობრულ გარემოში და გახდნენ მზარდი გუნდის ნაწილი.
ჩვენ გთავაზობთ:
საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს
პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას
კარიერული ზრდისა და შიდა დაწინაურების შესაძლებლობას
სტაბილურობას და გრძელვადიან თანამშრომლობას
თუ გსურს მუშაობა სასტუმროში, რომელიც აფასებს ადამიანებს და მუდმივად ვითარდება —
დატოვე CV და გახდი KMM Hotel-ის გუნდის წევრი.
KMM Hotel — ადგილი, სადაც პროფესიონალიზმი და ადამიანური ღირებულებები ერთიანდება.