მიღება-განთავსების და რეზერვაციების მენეჯერი
15-06-2026 - 15-07-2026
ლოკაცია: მეტეხის I შესახვევი, მეფსალმუნე დავით მეფის ქუჩა 10
სამუშაო განაკვეთი: სრული

KMM Hotel ფუნქციონირებს 2006 წლიდან და მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში. სასტუმრო ამჟამად აერთიანებს 66 მყუდრო ოთახს, გამოირჩევა ელეგანტური ინტერიერით, ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური გუნდის მომსახურებით.

KMM Hotel-ის მთავარი მიზანია სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომლებისთვის - საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

KMM Hotel-ის სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. სასტუმრო KMM გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

KMM Hotel იწვევს ყველას, ვისაც სურს, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის რიტმს აყვეს და გახდეს მისი ნაწილი.
https://kmm.ge/en/home  

____________________________________________________________

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსებისა და რეზერვაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (ორშაბათი–პარასკევი), შაბათი და კვირა სამუშაო დღეები
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
საკონტაქტო ინფორმაცია: hr@kmm.ge 

____________________________________________________________

ძირითადი მოვალეობები:

- მიღება-განთავსების სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, მართვა და კონტროლი
- რეგისტრატორების და ბელბოის სამუშაო პროცესის კოორდინაცია და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა
- თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების შედგენა და სამუშაო რესურსების ეფექტურად განაწილება
- ახალი თანამშრომლების შერჩევის, ადაპტაციის, სწავლებისა და ტრენინგების პროცესში მონაწილეობა
- მიღება-განთავსების დეპარტამენტში მომსახურების სტანდარტების დანერგვა, კონტროლი და გაუმჯობესება
- სტუმრების საჩივრების, არასტანდარტული სიტუაციებისა და ოპერატიული საკითხების ეფექტურად მართვა
- სტუმრების მიღების, განთავსებისა და გაწერის პროცესების ზედამხედველობა
- სასტუმროს მართვის პროგრამაში (PMS) მუშაობა და ოპერაციული პროცესების კონტროლი
- რეზერვაციების პროცესის მონიტორინგი და ყოველდღიურ ოპერაციებში ჩართულობა
- ონლაინ და პირდაპირი ჯავშნების სიზუსტის კონტროლი და მართვა
- Booking.com Extranet-ის, OTA პლატფორმებისა და Channel Manager-ის ყოველდღიური მონიტორინგი
- გაყიდვებისა და რეზერვაციების მიმართულებით სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა
- დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება
- საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებისა და სტუმრის გამოცდილების განვითარების ინიციატივების წარდგენა

 

საჭირო უნარები:

- უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, მასპინძლობის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით)
- სასტუმროს მიღება-განთავსების, რეზერვაციების ან სტუმართან მომსახურების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
- ხელმძღვანელ ან საკოორდინაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ქართული და ინგლისური ენების გამართული ცოდნა (წერილობით და ზეპირად)
- დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- სასტუმროს მართვის სისტემებში (PMS) მუშაობის გამოცდილება
- Booking.com Extranet-თან, OTA პლატფორმებთან და Channel Manager-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა
- გაყიდვებისა და რეზერვაციების პროცესების ცოდნა
- თანამშრომელთა მართვის, მოტივაციისა და განვითარების უნარი
- სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა და მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა
- ძლიერი ორგანიზაციული, ლიდერული და კომუნიკაციის უნარები
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა


კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
- კვებით უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- შიდა დაწინაურებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა
- გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა
- სამოტივაციო აქტივობები

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას! 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო KMM-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<