ტექნიკოსი
02-07-2026 - 31-07-2026

KMM Hotel ფუნქციონირებს 2006 წლიდან და მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში. სასტუმრო ამჟამად აერთიანებს 66 მყუდრო ოთახს, გამოირჩევა ელეგანტური ინტერიერით, ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური გუნდის მომსახურებით.

KMM Hotel-ის მთავარი მიზანია სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომლებისთვის - საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

KMM Hotel-ის სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. სასტუმრო KMM გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

KMM Hotel იწვევს ყველას, ვისაც სურს, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის რიტმს აყვეს და გახდეს მისი ნაწილი.
https://kmm.ge/en/home  

____________________________________________________________

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: საათები შეთანმხებით  ( 6 სამუშაო, 1 დასვენების დღე )
ანაზღაურება: შეთანხმებით
საკონტაქტო ინფორმაცია: hr@kmm.ge  
____________________________________________________________

სავალდებულო უნარები (Skills):

  • ტექნიკური ცოდნა ელექტროობის, სანტექნიკისა და წვრილმანი სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით.
  • გათბობის, გაგრილების და კონდიცირების სისტემების საბაზისო ცოდნა.
  • ავეჯისა და ინტერიერის მცირე დაზიანებების სწრაფად შეკეთების უნარი.
  • ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი.
  • პრევენციული ტექნიკური შემოწმებების დაგეგმვა და შესრულება.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • სწრაფი რეაგირება ავარიულ სიტუაციებში.
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
  • ფიზიკური გამძლეობა და მრავალფეროვანი ტექნიკური სამუშაოების შესრულების უნარი.
  • უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • სასტუმროს შენობისა და ტერიტორიის ყოველდღიური ტექნიკური კონტროლი.
  • ნომრების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და ტექნიკური სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
  • ელექტროობის, სანტექნიკის, განათების, კარ-ფანჯრების, საკეტების, ავეჯისა და სხვა ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოფხვრა.
  • წყლის, ელექტროენერგიისა და სხვა რესურსების რაციონალური გამოყენების კონტროლი.
  • ტექნიკური მარაგების აღრიცხვა და საჭირო მასალების დროული მოთხოვნა.
  • კონტრაქტორებისა და გარე ტექნიკური მომსახურების კოორდინაცია საჭიროების შემთხვევაში.
  • სასტუმროს საერთო სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.
  • სასტუმროს ფლობელთან პირდაპირი დაქვემდებარება და მისი დავალებების შესრულება.

კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
- კვებით უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას! 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო KMM-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!